20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
26 მაისს საქართველოში ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვლენ 

საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევიან. ვიზიტი მაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგება.

დეტალებზე განცხადება ევროკომისარმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან გააკეთა. ჰანის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველომ იმ გზავნილების იმპლემენტაცია მოახდინოს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტზე ბრიუსელში გასაჯაროვდა.

იოჰანეს ჰანის კიდევ ერთი ვიზიტი სექტემბერში შედგება, რა დროსაც ევროკომისარი თბილისში ევროპული სკოლის გახსნას დაესწრება.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკვე არსებობს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კონკრეტულ მოსალოდნელ რეზულტატებზე შევთანხმდით. ახლა მნიშვნელოვანია მათი განხორციელების დაწყება. მაისში პრეზიდენტ იუნკერთან ერთად საქართველოში ჩამოვალ. ჩვენი ვიზიტი სავარაუდოდ სექტემბერშიც განმეორდება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს დასავლურ კურსს.

ახლა ძალზედ მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებსაც საქართველოს ევროპა სთავაზობს, იმისთვის რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის, მომავალი მოლაპარაკებებისთვის, საფუძველი შეიქმნას,“-განაცხადა იოჰანეს ჰანიმ.

დღის ამბები