02 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე-62 წლის მამაკაცის მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა

სოფელ ვაკეში მომხდარი მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. 62 წლის ვაჟა თორაძე სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლეს. მკვლელობას წინ უძღოდა კონფლიქტი მასსა და 33 წლის მამაკაცს შორის, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ბრალდებული სამართალდამცავებმა სოფელ ვაკეში დააკავეს. ის წლების განმავლობაში მოკლულის კუთვნილ ფერმაში მუშაობდა.

„5 წელი მუშაობდა მასთან. ეზოში მოკლა, თოფით,“-აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ვაჟა თორაძის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები