02 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
12 ათას ლარამდე ნაქურდალი თანხა - 3 არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცეს

ბათუმში ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე სამი არასრულწლოვანი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონი და ტანსაცმლის მაღაზიები გაქურდეს, ასევე, იქვე მდებარე სამკერვალოს გაქურდვა სცადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქურდალი თანხა ჯამში 11 650 ლარს შეადგენს, რომლის ნაწილი სამართალდამცველებმა ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი, დიდი ოდენობით ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები