24 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი 52.3%, გრიგოლ ვაშაძე 28.1% - "ქართული ოცნების" ეგზიტპოლის შედეგები

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით პირველივე ტურში სახელისუფლებო კანდიდატი იმარჯვებს. სალომე ზურაბიშვილს 52.3% აქვს. ამავე ეგზიტპოლების მიხედვით, 28.1% აქვს გრიგოლ ვაშაძეს ხოლო 9.2 % დავით ბაქრაძეს. 

„ეგზიტპოლის შედეგების თანახმად ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს 52,3 პროცენტით. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის შედეგს, ეს არის 28.1 პროცენტი. დავით ბაქრაძე - 9,2 პროცენტი, სხვა კანდიდატები 10.4 პროცენტი. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ მე-4 ადგილზე გავიდა ეგზიტპოლის თანახმად გირჩის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე - 3,3, პროცენტით, შემდეგ შალვა ნათელაშვილი - 3.1 პროცენტით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცდომილება არის 2.6 პროცენტი. აქედან გამომდინარე, საბოლოო შედეგის დაფიქსირება არის ისედაც დამოკიდებული ცესკო-ს მიერ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოკითხვა "ქართული ოცნების" დაკვეთით "ფსიქოპროექტმა" ჩატარდა. 

დღის ამბები