სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტთან ხმაური, სტვენა და შეძახილები მოჰყვა.
აქციის მონაწილეებმა ამ ფორმებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის ტექსტი და ინიციატივა დაიწუნეს. ზურაბიშვილმა კრიტიკა დაიმსახურა სოციალურ ქსელში ოპოზიციური სპექტრის ნაწილისგანაც. მათ შორის იყვნენ ნიკა გვარამია, ზვიად კუპრავა და თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.