17 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და არათანაბარი ფინანსები - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მწვავე და კრიტიკული შენიშვნები 

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩარევა წინასაარჩვენო კამპანიაში და არათანაბარი ფინანსები - ეს იმ შენიშვნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულმა სადამკვირვებლო მისიებმა, საქართველოს ხელისუფლებას წაუყენეს. 

ეუთოს, ევროკავშირის, ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებს არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე შენიშვნების ბევრი ფორმულირება ჰქონდათ. დამკვირვებლები ამბობენ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ვითარება გაუარესებულია.

ევროპელი დამკვირვებლების მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მესამე სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებსაც მოჰყვა. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ფაშისტებად მოხსენიებამ საერთაშორისო დამკვირვებლები შოკში ჩააგდო.

ცალკე რეკომენდაციები ჰქონდათ დამკვირვებლებს მედია პლურალიზმსა და "რუსათავი2"-ზე.

ევროპარლამენტარები, ნატოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ამბობენ, რომ მათ კარგად იციან ყველაზე კრიტიკული ტელეარხის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლის შესახებ. მათი თქმით, სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

​ 

დღის ამბები