ამ დრომდე უცნობია, ვინ შეადგინა მე-5 პრეზიდენტი ინაუგურაციაზე დამსწრეთა სია. ამის შესახებ ინფორმაცის არ აქვს ღონისძიების რეჟისორს.
დეპუტატების თქმითაც, მათ სტუმრების მოწვევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკანონმდებლო ორგანოს წევრები ხვალინდელ ცერემონიაზე დაპატიჟებულები არიან.
სტუმრების სიის შედგენის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ კახეთში ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.
„ეს არის ოფიციალური სია, უცხოელი დიპლომატები, ჩამოსული სტუმრები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საზოგადოების წარმომადგენლები და თელაველები. მე ამ სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია,“ - განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ხვალ თელავში მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება.