22 მარტი 2025,   01:42
ვრცლად
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ქვეყანამ კიდევ რამდენიმე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ქვეყანამ კიდევ რამდენიმე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი მიიღო, თუმცა რა რაოდენობაზეა საუბარი და რომელი ქვეყნიდან - აღარ დაუკონკრეტებია.

      აქვე, ზელენსკიმ უარყო რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სუმის ოლქში F-16-ის ჩამოგდების შესახებ.

      პარალელურად, უკრაინა კვლავ ინტენსიურად იბომბება. მასობრივი შეტევა იყო ღამით ქალაქ კროპივნიცკიზე. ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

      ოკუპანტებმა ქალაქს 20-ზე მეტი დრონით შეუტიეს. განადგურებულია მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, მრავალსართულიანი შენობები. არიან დაშვებულები - მათ შორის, ერთი ბავშვია. იერიშის შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც.