02 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
გურამ დონაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს

გურამ დონაძე მოსამართლე დავით მგელიაშვილს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის განცხადებაში წერს, რომელიც ციხიდან გაავრცელა. დონაძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მგელიაშვილმა, რომელმაც მას პატიმრობა შეუფარდა, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ უვადოდ გამწესების გარანტია მიიღო.

"ე.წ-მა კრიმინალმა ზაზა ბაქრაძემ კი, პროკურატურასთან წინასწარ შეთანხმებული გეგმა-გარიგების თანახმად, ცრუ ჩვენების საფუძველზე, თავისუფლება მოიპოვა და სრულიად უდანაშაულო ადამიანები ჟურნალისტი და პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტიკურ პატიმრებად აქცია-" ნათქვამია გურამ დონაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დონაძე სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე დამნაშავედ 18 დეკემბერს ცნო. მას 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დღის ამბები