02 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ენმ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და პარლამენტს მიმართავს 

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა.

ოპოზიციის განმარტებით, დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს ვის მიერ და რის საფუძველზე იყო ბრძანება გაცემული, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობდა თუ არა საფუძვლიანი ეჭვი, რომლის შედეგადაც განხორცილდა თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია.

დღის ამბები