02 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
ბასტილიის თეატრის 30 წლის იუბილე - საიუბილეო სეზონის პირველი ქართველი მონაწილე პაატა ბურჭულაძე იყო

ბასტილიის თეატრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. განსაკუთრებულ თარიღს მსოფლიო პრემიერით ჰექტორ ბერლიოზის ოპერა „ტროელების" შეხვდა, რომელშიც ქართველი მუსიკოსიც მონაწილეობდა.

რეჟისორის დიმიტრი ჩერნიაკოვის ახალ სადადგმო ვერსიას თეატრის მუსიკალური დირექტორი ფილიპ ჯორდანი დირიჟორობს.

საიუბილეო სეზონის პირველი ქართველი მონაწილე ქართველი ბანი იყო. პაატა ბურჭულაძემ მეფე პრიამოსი განასახიერა.

სწორედ პაატა ბურჭულაძე იყო ის ერთ-ერთი პირველი ქართველი არტისტი, ვინც ათეული წლების წინ პირველმა გაარღვია საბჭოთა კავშირის სივრცე და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი ბასტილიის საოპერო თეატრი 30-ე სეზონზე კიდევ რამდენიმე ქართველ მუსიკოსსაც უმასპინძლებს. შენობის წინ სარეკლამო ეკრანებზე მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან ერთად გიორგი გაგნიძესა და ანიტა რაჭველიშვილს სურათებიც ჩნდება.

ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც გასულ სეზონზე წლის საუკეთესო საოპერო მომღერლად დასახელდა, პარიზში ბასტილიის თეატრში კარმენს შეასრულებს, ხოლო 7 მარტიდან „ოტელოს“ დადგმაში იაგოს პარტიას საოპერო სცენის კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი გიორგი გაგნიძე განასახიერებს.

ავტორი: მაია გოგსაძე.

დღის ამბები