ალფონსო კუარონის შავთეთრი ფილმი "რომა" რეჟისორთა გილდიის რჩეული გახდა. დაჯილდოვების ცერემონია ტრადიციულად ლოს-ანჯელესში გაიმართა. რეჟისორთა გილდიამ ჯილდო მექსიკელ რეჟისორს "მხატვრული ფილმის რეჟისურაში წარჩინებული მიღწევებისთვის" გადასცა. კუარონის კონკურენტები წელს ბრედლი კუპერი იყო ფილმით "ვარსკვლავის დაბადება," სპაიკ ლი "შავი კლანელი" და სხვები. დებიუტანტი-რეჟისორის ნომინაციაში წელს ბო ბიორნემ გაიმარჯვა. მისი ფილმი "მერვე კლასი," გილდიამ საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრად ცნო. დრამატული სერიალის საუკეთესოდ შექმნისთვის რეჟისორთა გილდიამ "მემკვიდრეების" რეჟისორი - ადამ მაკკეი დააჯილდოვა.