2013 წელთან შედარებით, 2017 წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი.
მაკონტროლებელი ორგანო ოჯახურ ძალადობისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ 2017 წელს ოჯახში ძალადობის ინციდენტზე 112-ში დაფიქსირებულია 22 478 შეტყობინება, ხოლო შსს-ს მიერ რეგისტრირებულია 2192 ოჯახური დანაშაულის შემთხვევა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი სეგმენტი, 88% − ქალები, ხოლო მოძალადეების 90% − მამაკაცები არიან.
მაკონტროლებელი ორგანომ გაარკვია, რომ 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს მკვლელობების 18%-ით შემცირების ფონზე, ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს რეგისტრირებული მკვლელობის 25% (ყოველი მეოთხე) ჩადენილია ოჯახური დანაშაულის შედეგად, ხოლო დანაშაულებრივად გარდაცვლილ ქალთა 50% (ყოველი მეორე) 19 მოკლულია ოჯახში ძალადობის ნიადაგზე.
აუდიტის ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ ორდერების 62% პარტნიორის მიმართ (ქმარი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, ყოფილი ქმარი) არის.