02 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
თბილისში დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ჩამოდის

ნატო-ს გენერალური მდივნის შემდეგ, თბილისში დღეს ალიანსის სამხედრო კომიტეტი ჩამოდის. დელეგაციას ავიაციის მთავარი მარშალი, სერ სტიუარტ პიჩი ხელმძღვანელობს. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, გაიმართება ნატო-ს სამხედრო კომიტეტი სხდომა; ალიანსის წარმომადგენლები ესტუმრებიან ვაზიანის სამხედრო ბაზასაც და საბრძოლო მომზადების ცენტრს მოინახულებენ. ვიზიტის დროს კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ. ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა პრეზენტაციები.

დღის ამბები