02 მაისი 2024,   03:05
ვრცლად
ისრაელის პრემიერი მოსახლეობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებების შემოერთებას ჰპირდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ებრაული დასახლებების შემოერთებას ჰპირდება. განცხადება ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო ეთერში არჩევნებამდე სამი დღით ადრე გააკეთა. ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 400 ათასი, აღმოსავლეთ იერუსალიმში კი 200 ათასი ადამიანი დაასახლა. ამავე რეგიონში ორ ნახევარ მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს. პალესტინელების განცხადებით, ებრაული დასახლებები იქ მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობას შეუძლებელს ხდის.

დღის ამბები