02 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
ტერეზა მეი პარლამენტარებს ბრექსითის ბოლო შანსის შესახებ აფრთხილებს

ტერეზა მეი პარლამენტარებს ბრექსითის ბოლო შანსის შესახებ აფრთხილებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მოუწოდებს დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ ევროკავშირთან გარიგებას.

მისი შეფასებით, მთავრობა ახლა მხოლოდ ორი არჩევანის წინაშეა: ან ევროკავშირიდან შეთანხმების საფუძველზე გავიდეს ან საერთოდ უარი თქვას ბრექსითზე.

მეის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება ბრიუსელთან გარიგების დამტკიცების პროცესი, მით უფრო იზრდება შანსი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ორგანიზაცია ვერასდროს დატოვოს.

ევროკავშირთან მოლაპარაკების მიზნით ტერეზა მეი ბრიუსელში მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ გაემგზავრება. 

დღის ამბები