02 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
პრინცმა უილიამმა დიდი ბრიტანეთის სპეც-სამსახურებში სტაჟირება გაიარა

პრინცმა უილიამმა დიდი ბრიტანეთის სპეც-სამსახურებში სტაჟირება გაიარა. კემბრიჯის ჰერცოგმა ქვეყნის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებში, ასევე სამთავრობო კომუნიკაციების შტაბ-ბინაში, სადაც მთელი მსოფლიოდან ინფორმაციის მიღება და ქვეყნისთვის საფრთხის გამოვლენა ხდება, სამი კვირა გაატარა.

პრინცი უილიამის შეფასებით, მიღებული გამოცდილება დაეხმარა მას, უფრო მეტი გაეგო ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ამ სააგენტოების მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.

დღის ამბები