27 იანვარი 2022,   15:10
ვრცლად
სტამბოლის მერის არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს - თურქეთის პრეზიდენტი ცესკო-ს გადაწყვეტილებას მიესალმება

თურქეთის პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლის მიხედვითაც, სტამბოლის მერის არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, გამოვლინდა დარღვევები და უკანონობა, ამიტომ განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ის ქვეყნისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.

სტამბოლის მერის პოსტი ოპოზიციის კანდიდატმა, ეკრემ იმამოღლუმ, აპრილში დაიკავა. მან მმართველი პარტიის წევრზე რამდენიმე ათასით მეტი ხმა მოაგროვა, თუმცა, მისი გამარჯვება არ აღიარა პრეზიდენტის პარტიამ და შედეგები გაასაჩივრა.

ოპოზიცია ცესკო-ს გადაწყვეტილებას დიქტატურის გამოვლინებად აფასებს.

ცესკო-ს ნაბიჯს აკრიტიკებს ევროკავშირიც, რომელიც აცხადებს, რომ ხელახალი კენჭისყრის დანიშვნა დემოკრატიული საარჩევნო პროცესის იდეას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები