პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალებათ.
განკარგულებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოწერა და კრემლის საიტზე გამოქვეყნდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.
რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ტურისტების შემოყვანას 8 ივლისიდან შეწყვეტენ.