რა შეიძლება მოხდეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები "რუსთავი 2-ში" - ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ახლა ყველა მარჩიელობის პროცესშია. მიხელ ბენიძე ამბობს, რომ მთავარია, შენარჩუნდეს კრიტიკული აზრი არხზე.
„ყველა სცენარის განხილვა არის ის, რომ რა შეიძლება პოტენციურად იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს გაჩუმდეს. მე მგონია, რომ რაღაც ნაჯახის პრინციპით ერთ დღეში ვიღაცა რომ შემოვიდეს და თავდაყირა დააყენოს და სრულიად განსხვავებული ეთერი დაიწყოს, ამას არ უნდა ველოდოთ ნამდვილად. ზუსტად რა მოხდება, რთული განსაზღვრელია წინასწარ. მგონია, რომ იქნება ნელ-ნელა ჩანაცვლების პროცესი, რომ გარკვეული გავლენა მოხდეს. არ მგონია. მათ ინტერესში შედიოდეს ფინანსური პრობლემების შექმნა,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ პირდაპირ "რუსთავი 2-ის" გაჩუმებას ხელისუფლება არ შეეცდება, რადგან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არსებობს ძალიან დიდი ინტერესი.
მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ქვეყანაში "რუსთავი 2-ის" დახურვის მცდელობები იყო და მაშინდელ ხელისუფლებაზე ძალიან მძიმე შედეგები იქონია.
"ყოველთვის როდესაც ამ არხს ექმნებოდა პრობლემები, ეს ძალიან ნეგატიურად აისახებოდა მაშინდელ ხელისუფლებებზე," - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.