06 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ქიბარ ხალვაშმა "კურიერის" ჟურნალისტს მატყუარა უწოდა

პირველივე შეხვედრა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებთან ქიბარ ხალვაშმა ჩხუბით და აგრესიული ტონით დაიწყო. მან „კურიერის“ რეპორტიორს მატყუარა უწოდა, კითხვაზე, ვინ იქნება უცხოელი კონსულტანტი, რომლის ჩამოყვანასაც „რუსთავი 2-ში" აპირებს“, გვიპასუხა, რომ ის მისი მეზობელია.

„რაში მჭირდება ბორდი, რამეში მომეხმარება?“ - ასე უპასუხა ქიბარ ხალვაშმა კითხვას, რატომ თქვა უარი ჟურნალისტების მოთხოვნაზე, შექმნილიყო არხზე საზოგადოებრივი საბჭო.

მან ასევე თქვა, რომ წუხს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაფორმება არ მიულოცა და ჟურნალისტები, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს, ულტიმატუმების წაყენებაში დაადანაშაულა.

ხალვაში ამბობს, რომ ტელევიზიაში მოსვლას არ აპირებს.

“რუსთავი 2-ში“ მივალ, როცა პირობას მომცემენ, რომ კამერებით არ დამახრჩობენ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

დღის ამბები