ქიბარ ხალვაშს შეუძლია გაყიდოს არხის წილები, მაგრამ ის ვერასოდეს ივაჭრებს „რუსთავი 2-ის“ გუნდით - ასეთია სამაუწყებლო კომპანიის თანაშრომლების პოზიცია, რომელიც უკვე ბევრი წელია ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს ამზადებს და ზუსტად 25 დღეა, ახალი მფლობელის პირობებშიც, ისეთივე კრიტიკულია, როგორც ეს 18 ივლისამდე იყო.
"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებისთვის არხის მფლობელის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის, თუმცა მთელი გუნდი, ნებისმიერი მფლობელის პირობებში, "რუსთავი 2-დან" გაქცევას არ აპირებს.
"რუსთავი 2-ის" საინფორმაციოს სამსახური უფროსი ამბობს, რომ დაანონსებული გეგმის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, გამოჩნდება თუ არა ახალი მყიდველი ერთ კვირაში, რა ვადაც ხალვაშმა დააანონსა. თუ ხალვაში ერთი კვირის თავზე იტყვის, რომ ვალებში ჩაფლული კომპანიის გაყიდვა ვერ მოახერხა და ამ მიზეზით ოპტიმიზაციას და რეორგანიზაციას დაიწყებს.
"კურიერის" გუნდი "რუსთავი 2-ში" მანამ დარჩება, სანამ შეძლებს შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელიც თვის მხრივ ხელისუფლების გეგმებს აჩქარებს.
„კურიერის“ მსგავსად „რუსთავი 2-ის“ წამყვანი სახეები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები თავიდანვე ერთ დიდი გეგმაში ეწერებოდა და ხალვაში მხრიდან არხის გაყიდვის მოლოდინი ჰქონდათ.
ისინი მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება „კურიერის“ ეთერში ბოლო 2 დღის განმავლობაში ნიკა გვარამიას პროკურატურაში მისვლისა და სასმართლო პროცესების პირდაპირმა ტრანსლაციამ დააჩქარა.
მიუხედავად არხის თანამშრომლების ამ მოლოდინისა, „რუსთავი 2-ის“ მოქმედი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ვიდრე არხზე მათ ხელმოწერილი ახალი ამბები გავა, ის იქნება კრიტიკული და არა ცენზურაგავლილი.