18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
2020 წლიდან პენსიები 20-30 ლარით გაიზრდება - გიორგი გახარია

მინისტრთა კაბინეტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ცნობილია, რომ მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით თანხები გაზრდილია და ბიუჯეტი 14 მილიარდს გადააჭარბებს. სხდომა რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაიწყო.

სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის სამინისტრო რჩება და მისი დაფინანსება 70 მილიონი ლარით გაიზრდება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი პირველ რიგში არის მოქალაქეების საჭიროებაზე მორგება და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტიც სწორედ ამ პრინციპებზე იქნება დაყრდნობილი.

გიორგი გახარიამ რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის და შშმ პირებისთვის პენსიის ზრდა. ასევე გაიზრდება მასწავლებლების, სამართალდამცველების და მათთან გათანაბრებული პირების ხელფასიც. 

"ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ეს გახლავთ ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები და რა თმა უნდა, ექიმები. 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისათვს, ასევე 18 წლამდე ასაკის და 1 და მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.

1 ივლისიდან ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარის ზრდა. თუ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში - მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. გაგრძელდება ხელფასის მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები