დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანმა ახალი სასაზღვრო პოსტი გახსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოსტის გახსნა გუშინ საზეიმო ვითარებაში და უწყების ხელმძღვანელი პირების თანდასწრებით მოხდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება საზღვართან ერთად პოსტის, როგორც აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე გამახვილდა.
დავით გარეჯში ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა საქართველოში მორიგი საპროტესტო ტალღის მიზეზი ხდება. ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეს შეკრებისთვის ემზადება.
მომხდართან დაკავშირებით "კურიერი" შეეცადა პასუხი საგარეო უწყებისა და სასაზღვრო დეპარტამენტისგან მიეღო, თუმცა მათ მხოლოდ ერთმანეთისკენ გადაგვამისამართეს.