ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტი, როგორც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთისადმი უნდობლობაა, ამ პროექტს საფრთხე არ შეექმნება. ანაკლიის პროექტის შესახებ დღეს საქართველოში გაეროს წარმომადგენელმაც ისაუბრა.
"რაც შეეხება ანაკლიას არა ერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს. ჩვენ ყველა მხარისგან ვისმენთ შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მხარეები დიდი ნდობით არ იყვნენ ერთმანეთის მიმართ განწყობილი, ორივე მხარისგან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართ. აქედან გამომდინარე ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდება," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.