18 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობაზე და თავისუფლებაზე" - დავით ასათიანი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ასათიანის განცხადებით, აუცილებელია გადაიდგას სწორი ნაბიჯები, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებას განაპირობებს.

"რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობაზე და თავისუფლებაზე. ჩვენი მოთხოვნაა მოხდეს ყველა ღონის და საჭირო ბერკეტის გამოყენება, რომ ექიმის გათავისუფლება მოხდეს დროულად და უპირობოდ,"  - აღნიშნა დავით ასათიანმა.

დღის ამბები