16 სექტემბერი 2026,   00:21
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება, ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება

ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება - პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

"81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება.

ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან.

საკანონმდებლო ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებსაც შეეხება", – წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები