02 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
"მათ თავად მოკლეს, როდესაც აღარ დასჭირდათ..ჩვენ არ გვეხება, ის საქართველოს მოქალაქეა" - კადიროვი ხანგოშვილის მკვლელობაზე

რამზან კადიროვი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან ჩეჩნეთისა და რუსეთის კავშირს გამორიცხავს. ამის შესახებ, ჩეჩნეთის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კადიროვი მიიჩნევს, რომ თუ ვინმე ხანგოშვილის მკვლელობაში რომელიმე ქვეყანას ადანაშაულებს, მაშინ შესაბამისი მტკიცებულება უნდა წარადგინოს.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, აგვისტოში მოკლეს. გერმანული მხარე ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან რუსეთი ან ჩეჩნეთი დგას.

"მათ თავად მოკლეს, როდესაც აღარ დასჭირდათ. ახლა კუდს აქნევენ. ეს ჩვენ არ გვეხება, ის საქართველოს მოქალაქეა. ჩვენ თუ ვიყავით მის მკვლელობაში ჩართული, საქმით დაამტკიცონ და არა სიტყვებით. ახლა, როდესაც ხანგოშვილი მოკლეს, ერთი ტერორისტით ნაკლები დარჩა," - განაცხადა რამზან კადიროვმა.

დღის ამბები