02 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა - 24 საათში გერმანიაში ვირუსი 1,284 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსი 1,284 ადამიანს დაუდასტურდა.

გუშინ ეს მაჩვენებელი 947 იყო, ხოლო 5 მაისს - 680. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში ახალი კორონავირუსი  166,091 ადამიანს გამოუვლინდა.

"ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, რომ ვირუსის გავრცელება შენელებულიყო და ჯანდაცვის სისტემა დაგვეცვა. ასე, რომ შესაძლებელი გახდა შეზღუდვების მოხსნის შემდგომ საკითხებზე შევთანხმებულიყავით. ვფიქრობთ, შეგვიძლია დანამდვილებით განვაცხადოთ, რომ პანდემიის პირველი ფაზა უკან მოვიტოვეთ. თუმცა საჭიროა კარგად გვესმოდეს, რომ ჩვენ კიდევ ადრეულ ეტაპებზე ვართ და მასში კიდევ დიდხანს ვიქნებით," - განაცხადა ანგელა მერკელმა.

საფრანგეთში კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მცირდება – ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში, საფრანგეთში ჰოსპიტალიზებულია 23,983 ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასული 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 278 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში COVID-19-ს საფრანგეთში 25,809 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა კი 29,684 შეადგინა. ამასთან, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ბოლო ერთ დღეში COVID-19-ის დიაგნოზი 1, 444 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 214,457 შემთხვევა. 

დღის ამბები