02 მაისი 2024,   03:40
ვრცლად
რუსეთის უსაფრთხოების კერძო ფირმის "ვაგნერის" დაქირავებული მეომრები ლიბიის სამხედრო მეთაურის მხარეს იბრძვიან - გაეროს ექსპერტები

გაეროს ექსპერტების განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების კერძო ფირმის, "ვაგნერის" დაქირავებული მეომრები ლიბიის სამხედრო მეთაურის, ხალიფა ჰაფთარის მხარეს იბრძვიან დედაქალაქ ტრიპოლის ასაღებად.

გაეროს ჯგუფმა, რომელიც ლიბიის სანქციებს უწევს მეთვალყურეობას, თავის ანგარიშში განაცხადა, რომ ჯგუფს 800-დან 1000-მდე მებრძოლი ჰყავს ლიბიაში. დოკუმენტში, რომელიც დასავლეთის სააგენტოებმა, The Associated Press-მა და Reuter-მა მოიპოვეს, წერია, რომ მათ შორის არიან სნაიპერები და სპეციალიზებული სამხედრო რაზმები.

"ვაგნერს" კრემლთან დაკავშირებული მაგნატი, ევგენი პრიგოჟინი აკონტროლებს. გავრცელებული მოსაზრებით, მასთან ახლო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და ის ჩართულ იყო კონფლიქტებში აფრიკიდან უკრაინასა და სირიამდე.

დღის ამბები