02 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
"ვიზეარმა" აღადგინა ფრენები ლუტონში, ლონდონის ერთ-ერთ პატარა აეროპორტში - ბორის ჯონსონი შეზღუდვების გეგმას მოსახლეობას 10 მაისს გააცნობს

ბრიტანეთში პანდემიის პიკი გადავლილია და მთავრობა 10 მაისს ბრიტანეთის მოსახლეობას შეზღუდვების მოხსნის საკითხზე მიმართავს.

ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი "დღის კურიერის" ეთერში ბრიტანეთში განვითარებულ მდგომარეობაზე საუბრობს. ჟურნალისტის განცხადებით, 1 ივნისს დაწყებითი სკოლა იწყებს ფუნქციონირებას და მისი ვარაუდით, ამის შემდგომ ფრენებიც აღდგება. 

"ბრიტანეთში პიკი გადავლილია და კვირას, 10 მაისს ველოდებით ბორის ჯონსონის მიმართვას ბრიტანეთის მოსახლეობის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ ეტაპებზე, თუ როგორ მოხდება ე.წ. ლოქდაუნის შეზღუდვების გახსნა. აქ გამოიკვეთება ყველა დეტალი.

არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის დაიწყებს ბრიტანეთი საერთაშორისო ფრენებს, თუმცა ცნობილია ის, რომ "ვიზიარმა" აღადგინა ფრენები ლუტონში, ლონდონის ერთ-ერთ პატარა აეროპორტში.
სავარაუდოდ გადაიდგმება ნაბიჯები, რადგან პიკი გადავლილია და ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ტრაგიკული და ძალიან მაღალი, ვითარება უკეთესობისკენ მიდის ბრიტანეთში, ინფიცირების დონე კლებისკენ წავიდა, სიკვდილიანობის მონაცემებიც კლებისკენ არის წამოსული. 

საინტერესოა, რომ 1 ივნისს დაწყებითი სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას და ნელ-ნელა უკვე ამასთან ერთად, სავარაუდოდ, აღდგება ფრენებიც.

ბრიტანეთი განიხილავს კოვიდ პასპორტის შემოღებას, თუმცა ძალიან ფრთხილად განიხილავს ამ საკითხს იმიტომ, რომ ძალიან დიდი ბუნდოვანებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს შეუნარჩუნდება იმუნიტეტი კორონავირუსმოხდილ პაციენტს. ასევე, კოვიდ პასპორტი რომ შემოიღო აუცილებლად უნდა გქონდეს ანტისხეულების სანდო ტესტი, რომელიც ჯერ არ გვაქვს," - აღნიშნა ელენე ფირცხალაიშვილმა.

დღის ამბები