02 მაისი 2024,   01:53
ვრცლად
სლოვაკეთში სკოლაში შეჭრილმა მამაკაცმა ერთი ადამიანი მოკლა, ხუთი კი დაჭრა - მათ შორის ორი ბავშვია

სლოვაკეთის ქალაქ ვრუტკის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილმა მამაკაცმა ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ადამიანი მოკლა, ხუთი კი, მათ შორის ორი ბავშვი, დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირი სკოლის დირექტორის მოადგილეა. 22 წლის თავდამსხმელს პოლიციამ გაქცევის დროს ესროლა და ის მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კორონავირუსთან დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში სლოვაკეთმა დაწყებითი სკოლები 1 ივნისიდან გახსნა.

დღის ამბები