02 მაისი 2024,   01:47
ვრცლად
გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში 641 პაციენტი გარდაიცვალა - მსოფლიოში კონავირუსის შემთხვევები 9 მლნ-ს აჭარბებს

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 9 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, თითქმის 5 მილიონი კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ინფექციას 470 795 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიას ყველაზე მეტი ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი - დიდი ბრიტანეთი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში 641 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ კი 50 659-ს მიაღწია.

სტაბილურად იზრდება მსხვერპლთა რიცხვი დიდ ბრიტანეთშიც, ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა.

დაკავებებით დასრულდა პანდემიის რეგულაციების საწინააღმდეგო აქცია ნიდერლანდებში. ჰააგაში ასობით ადამიანმა მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. ჰოლანდიის პოლიციის ინფორმაციით, მათ კვირას გამართული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, 400-მდე დემონსტრანტი კი - დააკავეს. დუბაი ტურისტებისთვის საზღვრებს 7 ივლისიდან გახსნის.

დღის ამბები