30 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ" - თორნიკე შენგელიამ რუსულ CSKA-სთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა

თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კონტრაქტის დეტალები კონფიდენციალურია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შენგელიას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა შეხვედრაში შეეძლება მონაწილეობა.

ქართველმა კალათბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, აგვისტოში შენგელია მოსკოვში ჩავა და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. მოსკოვის "არმიელთა" ცენტრალურ კლუბს 97 წლიანი ისტორია აქვს, ამ ხნის მანძილზე CSKA-მ 8-ჯერ მოახერხა ევროლიგის მოგება. ამ დროისთვის ევროპის საკლუბო რეიტინგში "არმიელები" პირველ ადგილზე იმყოფებიან.

ვრცელ, ექსკლუზიურ ინტერვიუს თორნიკე შენგელიასთან, "რუსთავი 2"-ის მაყურებელი ხვალ დილის ეთერში იხილავს. 

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ," - განაცხადა თორნიკე შენგელიამ 

დღის ამბები