02 მაისი 2024,   04:00
ვრცლად
სიეტლში ანტირასობრივი გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი

სიეტლში ანტირასობრივი გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალადამცველებმა აქციაზე 45 ადამიანი დააკავეს.

პოლიციის ცნობით, აქციის დასაშლელად მათ არალეტალური იარაღი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა დაკავების ერთ-ერთ ცენტრს ცეცხლი წაუკიდა. შეტაკების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა.

არეულობა მოხდა ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდშიც. რასიზმის საწინააღმდეგო აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ იმართება.

დღის ამბები