02 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
ავარია რუსთავში - ძლიერი შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

ავტოავარიის შედეგად რუსთავში ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. მეგობრობის გამზირზე BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა, შემდეგ კი დამცავი ბეტონის ჯებირს.

დაზარალებულის ავტომანქანიდან გადმოსაყვანად მანქანის გაჭრა გახდა საჭირო. დაზარალებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ექიმების თქმით, სტაბილურად მძიმეა.

"პაციენტს მიღებული აქვს მრავლობითი ტრამვა, თავის, გულმკერდისა და ასევე კიდურების. მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და მიმდინარეობს მკურნალობა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე,"- აცხადებს ექიმი მარინა კავთუაშვილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

დღის ამბები