02 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
რუსეთი დაინტერესებულია ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის ყველა გარემოების მიუკერძოებელი  გამოძიებით - პუტინი

რუსეთი დაინტერესებულია, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტის ყველა გარემოების მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიებით, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთმა ნაჩქარევი და უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავი უნდა შეიკავოს.

ბერლინის კლინიკის ექიმის მანუელა ზინგლის განცხადებით, ალექსეი ნავალნი კვლავ კომაში რჩება.

დღის ამბები