27 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
ქუთაისში კლინიკა "ბომონდის" სტაციონარში COVID-19-ით ინფიცირებული 11 პაციენტი შეიყვანეს - მათ შორის 7 ბავშვია

ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში კლინიკა"ბომონდი" ჩაერთო. დადასტურებული კორონავირუსით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს. 

პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალიც.

11 პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადაიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ. 

"კლინიკა ბომონდში" კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი ერთი კორპუსი გამოიყო. აღნიშნულ კორპუსს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი ემსახურება.

კლინიკის სხვა ნაწილში გეგმიური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შესული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

დღის ამბები