02 მაისი 2024,   04:21
ვრცლად
კრემლი ალექსეი ნავალნის აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

კრემლი ალექსეი ნავალნის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი კი არ თანამშრომლობს დასავლურ დაზვერვასთან, არამედ პირიქით, ისინი მუშაობენ მასთან.

ეს ბრალდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლაში ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, რასაც კრემლის პრესმდივანი უსაფუძვლოს და მიუღებელს უწოდებს.

დღის ამბები