02 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

100-მდე გაიზარდა თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. სტიქიას იზმირის რეგიონში 98 ადამიანის, საბერძნეთის კუნძულ სამოსზე კი ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა ათასს აღწევს. კრიტიკულ მდგომარეობაშია 5 მოქალაქე.

თურქეთის ტერიტორიაზე თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის 3 ათას 500-ზე მეტი კარავია განთავსებული. სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში 8 ათასზე მეტი პირი მონაწილეობს. თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქში 7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს დაფიქსირდა.

დღის ამბები