02 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის ბიუჯეტისთვის ვეტოს დადებაზე შეთანხმდნენ

უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის ბიუჯეტისთვის ვეტოს დადებაზე შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბიუჯეტის ბლოკირებასთან დაკავშირებით ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს  ხელი.

ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტი, რომელიც პანდემიის მასშტაბურ დახმარებასაც მოიცავს, კანონის უზენაესობის დაცვასთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, იმ წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს დაარღვევენ, შესაძლოა ფინანსური დახმარება ვერ მიიღონ. აღნიშნული მექანიზმი უნგრეთისა და პოლონეთისთვის მიუღებელია, რადგან ევროკავშირი ორივე ქვეყანაში მმართველი პარტიის მხრიდან სასამართლოზე, მედიასა და არასამთავრობო სექტორზე ძალაუფლებას იძიებს.

ევროკავშირის მომდევნო 7 წლის ბიუჯეტი 2 ტრილიონ ევრომდეა განსაზღვრული.

დღის ამბები