02 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს - ნათია თურნავა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს. 

ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო წლევანდელი ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩატარდება და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვენეტაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი. 

დღის ამბები