19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ბრიტანული შტამის ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ არის, თუმცა, დღესდღეობით, სულ სამი კლასტერია გამოვლენილი და ჯამში, ქვეყანაში, ახალი შტამით ინფიცირების 31 შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, ყველა მათგანი მსუბუქი მიმდინარეობის იყო და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდნენ.

"საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში მას არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ოჯახური კონტაქტები იყო. 31 არის სულ დადასტურებული ამ სამი კლასტერიდან. ანუ სამი კლასტერი გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ კარანტინში სახლის პირობებში.

ფაქტი ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ისევე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან, ჩვეულებრივისგან. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამი არ დადასტურებულა, ასევე არ დადასტურებულა ბრაზილიური შტამი. მუშაობა ყოველდღიური მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საეჭვო შემთხვევები ბრიტანული და ამასაც ვსწავლობთ, - განაცხადა "დღის კურიერში" პაატა იმნაძემ.

 

დღის ამბები