02 ნოემბერი 2026,   22:43
ვრცლად
უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტი - დედაქალაქს ახალი, თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ექნება

დედაქალაქის მერი უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტზე საუბრობს, რომლის მშენებლობა ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს. საუბარია დაბინძურებული წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, რომელიც არსებულ სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის. თანამედროვე სისტემების დახმარებით ლილოს ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი ნაჟური წყლები გაიფილტრება, რაც გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს.

თანამედროვე სისტემების მშენებლობა გერმანელი სპეციალისტების უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სრული დაცვით განხორციელდება, უპრეცედენტო იმითაც არის, რომ რეგიონში ანალოგი არ აქვს.

ლილოს ნაგავსაყრელზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უსაფრთხოების ზომების მიღებას, წყლის თანამედროვე სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემის მოწყობას გულისხმობს. მიზანი კი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.

94 ჰექტარ მიწის ფართობზე ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის მშენებლობა ევროპული სტანდარტების სრული დაცვის მიმდინარეობს. დედაქალაქს 2027 წლის სექტემბერში ახალი, თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი ექნება.

 

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი

 

დღის ამბები