02 მაისი 2024,   02:29
ვრცლად
დონბასში დაბომბვას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

დონბასში დაბომბვას ოთხი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მომხდარის შედეგად, ორმა სამხედრომ სხეულის დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შემდეგ რუსეთისგან მხარდაჭერილ სეპარატისტებს უკრაინის არმიამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის მიზანიც კონფლიქტის გადაწყვეტა იყო, 2014 წლის სექტემბერში დაიდო.

დღის ამბები