02 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა

ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის დაიბარა. ევროპული სახელმწიფოების განცხადებით, აღნიშნული კრემლის მიერ რვა ევროპელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკავშირდება.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის ქმედებებს ლეგალური ახსნა არ გააჩნია. ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვირას დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ.

 

დღის ამბები