02 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
იშვიათი მოვლენა - 25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა

The guardian მალის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 25 წლის ქალმა 9 შვილი გააჩინა.

ახალგაზრდა ქალმა, ჰალიმა ქისემ ბავშვები საკეისრო კვეთით გააჩინა. 
ჰალიმას ორსულობის ამბავმა მაშინვე მიიპყრო ქვეყნის ლიდერების ყურადღება და ის განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ გადაიყვანეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალი მაროკოში გაგზავნეს, სადაც მას ხუთი გოგონა და ოთხი ბიჭი შეეძინა.  

"დედა და ჩვილები ჯერჯერობით კარგად არიან," - განუცხადა სააგენტოს France-Presse-ს მალის ჯანდაცვის მინისტრმა, ფანტა სიბიმ და დასძინა, რომ მას მუდმივი კონტაქტი აქვს მალიელ ექიმთან, რომელიც ქისეს მაროკოში ახლავს.

დღის ამბები