02 მაისი 2024,   01:25
ვრცლად
ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთში - შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ

ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ამერიკელ კოლეგას უკვე ესაუბრა. ევროკომისარი მშვიდობისთვის გრძელვადიანი ინიციატივის აუცილებლობაზე საუბრობს. დაგეგმილია პრესკონფერენციაც.

"ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. არ არსებობს ტოლობის ნიშანი ტერორისტული დაჯგუფების მიერ ცეცხლის გახსნასა და ქვეყანას შორის, რომელიც იცავს თავის ხალხს ამ თავდასხმებისგან. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ "ჰამასს" და ღაზას სექტორში სხვა ჯგუფებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სარაკეტო შეტევები. მე მჯერა, რომ ისრაელს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, აქვს დამატებითი ტვირთი, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოხდეს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, მიუხედავად იმისა, რომ იგი იცავს საკუთარ თავს და თავის ხალხს. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ დიპლომატიური ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პერსპექტივას. მხარეებზეა დამოკიდებული იყვნენ მკაფიო, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ. ამაზე შეთანხმება მათ შორის უნდა მოხდეს. თუმცა ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების პროცესში ჩავერთოთ," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

პარალელურად ღაზასა და ისრაელში სარაკეტო იერიშები არ წყდება. სამშვიდობო პროცესში აქტიურად ჩართვას ცდილობს საფრანგეთი, ემანუელ მაკრონი უკვე ესაუბრა იორდანიისა და ეგვიპტის წარმომადგენლებს.

ქვეყნების ნაწილი კი ისრაელს და აშშ-ს პოლიტიკას გმობს და მათ პროცესების ესკალაციაში ადანაშაულებს. ამ ქვეყნებს შორისაა ირანი, რომლის ხელმძღვანელობას დღეს მოლაპარაკება ჰქონდა თურქეთთანაც.

"უდანაშაულო პალესტინელებზე აშშ-ში დამზადებული საბრძოლო მასალების ცვენის პარალელურად აშშ ისრაელს კიდევ 735 მილიონ დოლარს აძლევს ზუსტ რაკეტებში, რომ უფრო მეტი ბავშვი მოკლან, უფრო მეტი სიზუსტით, შემდეგ აშშ ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობისამებრ რბილ განცხადებას. მსოფლიო უცქერს ისრაელისა და მისი ხელშემწყობების მახინჯ სახეს," - წერს "ტვიტერზე" ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

 

დღის ამბები