02 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
პარიზში პოლიციელების აქცია იმართება, რომელსაც საფრანგეთის შს მინისტრიც შეუერთდა

პარიზში, ეროვნული ასამბლეის წინ, სამართალდამცველთა მიმართ აგრესორების მკაცრად დასჯის მოთხოვნით პოლიციელების აქცია იმართება. ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი, იღებს მონაწილეობას დემონსტრაციაში.

უპრეცედენტო მობილიზაცია "პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად", პოლიციელის მკვლელობიდან ორი კვირის თავზე. 

ორგანიზატორების თანახმად, პოლიციის პროფესიული კავშირის მოწოდების საპასუხოდ, 35 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა აქციაზე, თუმცა ჯერჯერობით, მათ მოთხოვნებზე კონკრეტული პასუხი ცნობილი არ არის. 

ოპოზიციის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული ჯერალდ დარმანინი აქციის მონაწილეებს შეუერთდა. 

"უნდა დაგვეხმაროთ"- ისმოდა მონაწილეთა შეძახილები მინისტრის მისამართით. "ყოველ საღამოს, დაძინებამდე, თქვენზე ვფიქრობ", - უპასუხა მინისტრმა პოლიციელს, რომელმაც თქვა, რომ "სახლიდან სამსახურში წასვლისას არასდროს იცის, შინ დაბრუნდება თუ არა“.

დღის ამბები