02 მაისი 2024,   05:47
ვრცლად
ინდოელმა ხელოსანმა ბანკომატიდან თანხის გამოტანა ვერ შეძლო და შემთხვევით გაძარცვა

ინდოეთის ქალაქ ვიშახაპატნამის მაცხოვრებელი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბანკომატიდან თანხის გამოტანა ვერ შეძლო და შემთხვევით გაძარცვა, ამის შესახებ Times of India წერს.

კვირას 30 მაისს, 37 წლის მღებავი პი სივა დაკავებული იქნა ბანკომატიდან 58.2 ათასი რუპიის ქურდობის ბრალდებით. 

პოლიციის ინფორმაციით, ძარცვა შემთხვევით მოხდა. 29 მაისს სივა ბანკომატთან მივიდა და ფულის მოხსნას შეეცადა, თუმცა ტრანზაქცია ვერ განხორციელდა. მამაკაცი აღშფოთდა და ბანკომატის კარი გაბრაზებულმა გამოქაჩა, რომელიც მოულოდნელად მართლაც გაიღო.

მღებავმა მომენტით ისარგებლა და 58.2 ათასი რუპია აიღო მიუხედავად იმისა, რომ ბანკომატში მილიონზე მეტი რუპია იდო.

იმავე დღეს ბანკის მენეჯერმა პოლიციაში განაცხადა მომხდარის შესახებ, პოლიციამ ძებნა დაიწყო და ეჭვმიტანილი 8 საათში ვიდეოკონტროლის კამერის საშუალებით გამოავლინა.

სივა დააკავეს. მას თან  57 ათასი რუპია აღმოაჩნდა.

დღის ამბები